ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნახევარზე მეტი ვიმუშავე და ნახევარი მომიწია, ასე ვთქვათ, შვებულება”: ეკონომიკის ახალი მინისტრი განმარტებებს აკეთებს

საქართველოს ეკონომიკის ახალი მინისტრი გიორგი ქობულია საკუთარ შვებულებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც ის ამბობს, ევროპის ერთ-ერთ ქალაქში იმყოფება, თუმცა სამინისტროს თანამშრომლებთან აქტიური კონტაქტი აქვს. მისივე განმარტებით, მას ყოფილ სამსახურთან დაკავშირებით გარკვეული პროცესები აქვს დასასრულებელი და მას საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც უწევს უცხოეთში ყოფნა.

„რაც მინისტრად დავინიშნე, ნახევარზე მეტი ვიმუშავე და ნახევარი მომიწია, ასე ვთქვათ, შვებულება, მაგრამ აქედან მაქვს კონტაქტი ჩემს ხალხთან და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საკითხები გადავწყვიტო. მე რომ მცოდნოდა, რომ მინისტრად ვდგებოდი არა ივლისში, არამედ მაისში, მაშინ რა თქმა უნდა, ასეთი საკითხი არ იდგებოდა. რადგან გადაწყვეტილება მოხდა ძალიან სწრაფად, მე უკვე ვეღარ შევცვლიდი რაღაცებს. ჯანმრთელობასთან მქონდა კიდევ პრობლემები, რაც უნდა დავასრულო“, – განაცხადა ქობულიამ „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.
გიორგი ქობულია უკვე ორი კვირაა საჯარო სივრცეში არ ჩანს, რამაც საზოგადოებაში გარკვეული მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მითუმეტეს, როცა ის ანგელა მერკელის ვიზიტს არ დასწრებია.

იტვირთბა....