ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მამაკაცმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან დედა-შვილი გამოიყვანა

რუსეთში, ნიჟეგოროდის ოლქში, ადგილობრივმა მკვიდრმა იური ხლიუზოვმა გმირობის ფასად შეძლო შუა ხანძრიდან ქალისა და მისი მცირეწლოვანი შვილის გამოყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

სოფელ მედიანაში, ერთ-ერთ ხის სახლს ცეცხლი სწრაფად გაუჩნდა და მთელ სახლს მოედო. ამ მომენტისთვის სახლში 47 წლის ქალბატონი და მისი მცირეწლოვანი 6 წლის შვილი იმყოფებოდა. ისინი ვერ ახერხებდნენ ალმოდებული სახლიდან გამოსვლას.

“ქალბატონი საწოლში იწვა. ის სუნმა გამოაღვიძა და ფანჯარასთან მისულმა აღმოაჩინა, რომ მის ხის სახლს ცეცხლი ირგვლივ ჰქონდა მოდებული. ქალბატონმა ბავშვი გააღვიძა, ფანჯარასთან მივარდა, მაგრამ ცეცხლმოკიდებული სახლიდან გასვლა ვერ მოახერხა. ამასობაში, გარედან ვიღაცამ ფანჯარა შემოამტვრია, ჯერ ბავშვი გაიყვანა და შემდეგ ქალბატონსაც დაეხმარა.” – იუწყება სააგენტო.

როგორც მოგვიანებით ამ ინციდენტის გმირი ყვება, ის შემთხვევით აღმოჩნდა იმ ადგილზე, 1 კილომეტრის მანძილიდან დაინახა კვამლი და მანქანით სასწრაფოდ ცეცხლმოკიდებული სახლისკენ დაიძრა.

იტვირთბა....