„მაკკეინი მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის მომენტიდან, სულ უჭერდა მხარს საქართველოს… ასეთი ქომაგი საქართველოს მრავალი საუკუნე არ ჰყოლია,“ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა.
ჯონ მაკკეინის შესახებ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ თომა ჩაგელიშვილმა ჩაწერა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გაიხსენა, თუ როგორ გაიცნო მაკკეინი.
მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა რუსული აგრესიის შეჩერებაში ამერიკელი სენატორის როლზე.
„როდესაც რუსების შემოჭრა დაიწყო, მეორე დღის დილის ორ საათზე ზარი გაისმა და მაკკეინმა ასეთი რაღაც მითხრა, მიშა, მთავარი რაც არის – მოიქეცი, როგორც ჩერჩილი. მუდმივად საჯაროდ გაიმეორებ, რომ ჩვენ არასდროს დავნებდით, ჩვენ არასდროს ჩამოვუშვებთ ხელს. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ,” – განაცხადა სააკაშვილმა.
Rustavi 2