Instagram-ის ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა განახლების შესახებ. ერთ-ერთი სიახლე არის მომხმარებლის ანგარიშის ვერიფიკაცია. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას კომპანია თავის ვებ-გვერდზე ავრცელებს.
“თუკი მომხმარებელს უნდა, რომ ზემოთ აღნიშნული ახალი ფუნქციის გრაფა გამოჩნდეს მის ინსტაგრამზე, აუცილებლობაა, რომ ფუნქციებში თავისი ნამდვილი სახელი და გვარი მიუთითოს და თან დაურთოს ფოტო, რომელიც დაადასტურებს მის ვინაობას.
გარდა ამისა, Instagram დაამატებს კიდევ ერთ გრაფას, სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად ცხოვრობს მომხმარებელი, არ იყო მისი ადრინდელი ზედმეტსახელები და კიდევ სხვა ინფორმაცია.
როგორც ირკვევა, ახალი ფუნქციები Instagram-ს უახლოეს მომავალში დაემატება.