ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს ნაკრების წევრები სოციალურ ქსელში გურამ კაშიას მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდნენ

საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრი სოციალურ ქსელში გურამ კაშიას მხარდამჭერ კამპანიას შეუერთდა. მათ შორის არიან ნაკრების და “გენტის'” ფორვარდი გიორგი ქვილითაია, ნაკრების მეკარე გიორგი ლორია და  ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანმა, გურამ კაშიამ, მორიგი შეურაცხყოფის გამო ოფიციალური Facebook  გვერდი გააუქმა.

Instagram-ში კი კაშია წერს, რომ სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება საქართველოში, მისთვის გამოცხადდება და ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში.

გურამ კაშიას მიმართ შეურაცხყოფა ამჯერად UEFA-ს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ვიცეკაპიტანს ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის UEFA თანასწორობის ჯილდოს გადასცემს.

პარალელურად სოციალურ ქსელში დაიწყო მხარდამჭერი კამპანია, ჰეშთეგით  – #გურამშენთანვართ. ადამიანები მხარდაჭერას უცხადებენ გურამ კაშიას. საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრმა უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა გურამ კაშიას.

იტვირთბა....