საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით თრუსოს ხეობიდან 5 ახალგაზრდა გაიტაცეს. ამ ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ.
ამ დრომდე უცნობია მათი ადგილსამყოფელი. ადგილპორბივი მოსახლეობის ინფორმაციით, მეგობრები სალაშქროდ წავიდნენ, დედაქალაქში კი რამდენიმე დღეში უნდა დაბრუნებულიყვნენ.
უწყებაში ამბობენ, რომ უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.