The Daily News Foundation-მა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჩინურმა კომპანიამ ჰილარი კლინტონის პირადი იმეილი გატეხა.
გამოცემა წერს, რომ ჩინეთში რეგისტრირებული კომპანიის მისამართზე ყოფილი სახელმწიფო მდივნის ელექტრონული მიმოწერა, კონტაქტები და დოკუმენტები სრულად იგზავნებოდა.
კომპანია ვაშინგტონში ოპერირებდა. ჩინელმა ვებინჟინრებმა დაწერეს კოდი, რომელმაც უსაფრთხოების სისტემა კლინტონის ნიუ იორკის რეზიდენციაში გატეხა.
ფედერალური საგამოძიებო ბიურო მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. თუმცა, პრეზიდენტი ტრამპი Twitter-ის მეშვეობით ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა და FBI გააკრიტიკა.