სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე პანკისის ხებაში გარდაცვლილი თემირლან მაჩლიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩლიკაშვილი კიდევ ერთხელ დაიბარეს.
სუს-ში, სადაც საქმეს ტერორიზმის მხარდაჭერის მუხლით იძიებენ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას მოწმის სახით გამოკითხავენ.
ადვოკატის თქმით, მაჩალიკაშვილის გამოკითხვა მხოლოდ ფორმალობაა, რადგან მას გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია არა აქვს.
თავად მალხაზ მაჩალიკაშვილი კი წინა გამოკითხვების შემდეგ საგამოძიებო უწყების გააქტიურებას მასზე ზეწოლის მცდელობას უკავშირებდა.
რამდენმე დღის წინ მას კითხვები პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაუსვეს, რა დროსაც აჰმედ ჩატაევის, თამაზ მარგოშვილისა და რუსლან ალდამოვის გვარები იყო ნახსენები