ასპინძაში, ხვილიშის ეკლესიასთან 6 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა. პირველი არხი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბავშვი მშობლებმა ეკლესიაში მოსანათლად მიიყვანეს, რა დროსაც ბიჭმა გზაზე გადაირბინა და მანქანა დაეჯახა.
მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა, მან ბავშვი ასპინძის საავადმყოფოში გადაიყვანა. მას თბილისში, კომპიუტერული გამოკვლევისთვის გადმოიყვანენ. კლინიკის ექიმების ინფორმაციით, დაზარალებულს ტვინის შერყევა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.