ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცესკო: საარჩევნო უბნები დაკომპლექტებული არ არის და საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები არჩეული არ არიან

ცესკო-ს პრესსპიკერ ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო უბნები დაკომპლექტებული არ არის და შესაბამისად, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები არჩეული არ არიან.

„როგორც მოგეხსენებათ, საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განცხადებით მომართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით. პროცედურა ასეთია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე უნდა განიხილოს ეს საკითხი.

რაც შეეხება საკითხისა და ფაქტის შესწავლას, საარჩევნო ადმინისტრაციამ დაიწყო ამ ფაქტის შესწავლა, საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე. საარჩევნო ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურმა უკვე მიმართა შესაბამისად იმ პოლიტიკურ პარტიას, ვინც გაავრცელა ეს ვიდეომასალა და შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ამ ვიდეომასალის სრული ჩანაწერის მიღებას.

დამატებით, რა ღონისძიებები იქნება განხორციელებული, რა იქნება შედეგები საარჩევნო ადმინისტრაციის სხდომის, რა თქმა უნდა, თქვენთვის იქნება ცნობილი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მან ისაუბრა ასევე დამატებით პირებზე, რომელზეც საუბარია. მისი თქმით, ცესკო შეისწავლის ამ საკითხს.

“მოგეხსენებათ, უბნები ჯერჯერობით დაკომპლექტებული არ არის და შესაბამისად, ეს პირები არ არიან საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები. ეს პიროვნებები წინა არჩევნებზე შესაძლოა, იყვნენ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არ არის გამოცხადებული კონკურსი, შესაბამისად არ არის არჩეული არცერთი საუბნო კომისიის წევრი, მით უმეტეს ვერ იქნება ვერანაირად განსაზღვრული ფუნქციები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები არ არიან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები“, – განმარტა ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავცელა აუდიოჩანაწერი, სადაც მონაწილე პირები, რომლებიც “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბების თავმჯდომარედ მოიხსენიებენ, საუბრობენ საარჩევნო სიების დაკომპლექტებაზე.

იტვირთბა....