საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა სოფელ ჭვრინისის მკვიდრი გიორგი ხარაზიშვილი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი არვცელებს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნული პირი დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ადგილობრივების თქმითმი, გატაცებული 62 წლისაა. ის სავარაუდოდ მაშინ დააკავეს, როცა შეშისთვის ტყეში იყო წასული.