ბრუკლინის ციხეში მომხდარ დაპირისპირებას, ასევე, კრივში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის და ე.წ. კანონიერი ქურდის დაჭრას, ავთანდილ ხურციძის მეგობრები ადასტურებენ.
ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაადასტურა მოკრივის მეგობარმა ლევან თევდორაძემ. მისი თქმით ინციდენტი ციხეში კოლუმბიელებთან მოხდა, სადაც ხურციძე მეგობრის დასახმარებლად ჩაერთო.
„ჩხუბი იყო, მეგობარს შეეხო რაღაც და ჩაერია იმ სიტუაციაში. პირდაპირი კავშირი არ მაქვს, შეზღუდულია საინფორმაციო სივრცეში, ვერც მირეკავს, მე მით უმეტეს, ვერ ვრეკავ. რაც ვიცი, შიგნით ჩხუბი მოუვიდა, მეგობარს იცავდა,“- განაცხადა ლევან თევდორაძემ.
ბრუკლინის ციხეში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დაჭრეს. ინციდენტი, დაახლოებით, სამი კვირის წინ მოხდა.