ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიხე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატს გამარჯვების შანსი არ აქვს. მისი თქმით, არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი გაიმარჯვებს.

“ჩვენი მხარდაჭერა არის +/-50% და ეს დადასტურდა თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებზე. არის რეალური შანსი, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს და ასევე არის იმის შანსი, რომ მეორე ტური გაიმართოს. საბოლოო ჯამში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს. ოპოზიციას რეალურად შანსი არ აქვს, ეს არის დღევანდელი ვითარება. დიდ სხვაობას წინა არჩევნებთან შედარებით არ ველოდები, აქედან გამომდინარე, ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ იმის შანსი, რომ პირველ ტურში აიღონ 15-20%-ზე მეტი”, – განაცხადა კობახიძემ.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება, 29 აგვისტოდან კი წინასაარჩევნო პერიოდი ოფიციალურად იწყება.

იტვირთბა....