ტაქსის მძღოლებისთვის სალიცენზიო დოკუმენტის მისაღებად დამატებით გადასახადზე საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები საუბრობენ.
კანონის თანახმად, მძღოლებმა, რომლებსაც სამუშაო ნებართვის მიღება სურთ, შესაბამისი დოკუმენტისთვის – ყველაზე ბევრი, 100 ლარი უნდა გადაიხადონ, თუმცა ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ მძღოლებს 112 ლარის გადახდა უწევთ.
ოპოზიცია თბილისის მერიას ადანაშაულებს და ამ საკითხის განხილვას საკრებულოსგანაც ითხოვს. მანამდე კი ხაბეიშვილი მძღოლებს მოუწოდებს პროტესტის ნიშნად თანხა არ გადაიხადონ.