საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა მოსახლეობას მიმართა. ის ამ განცახდებას სოციალურ ქსელში ვიდეოს მეშეობით ავრცელებს.
როგორც სააკაშილმა აღნიშნა, “ჰაიდელბერგცემენტის” 50%-იანი წილი ივანიშვილმა იყიდა.
“დღეს თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთნ გამოვიდნენ ცემენტის მცირე მწარმოებლები ვინაიდან მთავრობამ მათ დაუწტო შეზღუდვების დაწესება და რეალურად კლავს ამ ბიზნესს. მაგრამ რატომ ხდება ეს? სულ ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა იყიდა ჰაიდელბერგ ცემენტის 50%. როგორც კი ივანიშვილი შევიდა ამ ბიზნესში დაიწყეს ყველა დანარჩენის დაძირვა.
ეს იმას ნიშნავს რომ დაიკარგება ათასობით სამუშაო ადგილი მცირე ბიზნესებში რომელიც აწარმოებს ცემენტს და მეორე გაუძვირდება მშენებლებს და თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ცემენტის ფასი, აი ეს არის მონოპოლია როგორც დიდი ზვიგენი აკვარიუმში ჭამს პატარა თევზებს , ასევე ოლიგარქი ყლაპავს პატარა ბიზნესებს. ეს გააკეთეს ცემენტზე და იგივეს აკეთებენ ხორბალზე ვითომ ტურიზმს არ შეუშალოს ხელიო, რადგან ტერმინალი როელიც არის ფოთის პორტში ივანიშვილს აქვს ინტერესები რომ ის გახდეს ხორბლის შემოტანის მონოპოლისტი, რაც თავისთვად აძვირებს ხორბლის და პურის ფასს და ასევე უამრავ ადამიანს ტოვებს შემოსავლის გარეშე. აი ეს ხდება როცა ოლიგარქმა დაადო თათი მთელს ქვეყანას.
რაც არ უნდა ილაპარაკონ, ჩვენ ამ მონოპოლიას დავასრულებთ ოქტომბრის არჩევნებზე, რადგან ამ პირობებში საქართველოში ყალიბდება კლასიკური კრიმინალური ოლიგარქატი, რომელიც უსპობს ქვეყანას განვითარების პერსპექტივას. ამიტომ ახლა დროა მოქმედების ოცნების ნაცვლად. ჩვენ ერთდ დავასრულებთ ქოციანობას და გავანთავისუფლებთ საქართველოს” – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.