ფოიერვერკის ხმაურისგან გამოწვეული დისკომფორტს შესახებ ბათუმში მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში დაწერეს და ქალაქის მერიას რეაგირებისკენ მოუწოდეს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ ღამის საათებში პიროტექნიკის აფეთქების გამო, მოქალაქე უკვე დააჯარიმეს.
არსებული ინფორმაციით, 27 აგვისტოს, დაახლოებით პირველ საათსა და 10 წუთზე, ფოიერვერკი დაბადების დღის აღსანიშნავად, ერთ-ერთი რესტორნიდან ისროლეს.
პარლამენტმა ხმაურის შესახებ კანონი მესამე მოსმენით, 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ 2017 წლის 28 ივნისს დაამტკიცა.