თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზევე გარდაიცვალა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.