ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ჩვენ არასოდეს ვერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სლოვაკურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების საქმეში არასდროს ერევა.

„მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ შემდეგ არანაირი ეჭვი არ გაჩნდეს: ჩვენ არასოდეს ვერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. ეს ჩვენი მეთოდი არ არის“, – განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ ამით რუსეთი პრინციპულად განსხვავდება რიგი სხვა ქვეყნებისგან.

ამ კონტექსტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „არაბული გაზაფხული“ და უკრაინული რევოლუცია ახსენა. გარდა ამისა, ლავროვის თქმით, მოსკოვი რუსეთის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მცდელობებს პერმანენტულად აფიქსირებს.

„ასე, რომ ისინი, ვინც ჩვენ რამეში გვადანაშაულებს, თვითონ არიან ამით დაკავებულები“, – დასძინა ლავროვმა.

იტვირთბა....