CrimeRussia-ის ინფორმაციით აშშ-ში, ბრუკლინის ციხეში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დაჭრეს.
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია რის გამო მოხდა დაპირისპირება, თუმცა წერს, რომ კონფლიქტი რაჟდენ შულაიასა და ციხეში ლათინოამერიკული დაჯგუფების ლიდერს შორის მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, ავთანდილ ხურციძე კი შულაიას დასახმარებლად მივიდა. ჩხუბში ორივე დაჭრეს.
ისინი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით გასული წლის 8 ივნისს დააკავეს.
ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ლევან მაყაშვილი 13 ივნისს, ერთი პირის თავდებობისა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.