ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცესკო ოპოზიციის მიერ გავრცელებულ აიდიოჩანაწერს შეისწავლის

ცესკო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ ფაქტს შეისწავლის. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.  ის ამ განცხადებით გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომლითაც ირკვევა, რომ საარჩევნო სიები უკვე დაკომპლექტებულია.

„აღნიშნულ ჩანაწერზე და ამ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის სიუჟეტის გასვლის შემდეგ გახდა ცნობილი. რა თქმა უნდა, ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს და შედეგები ცნობილი იქნება საზოგადოებისათვის. ცენტრალური საარჩევნო კომისია აუცილებლად ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ მსგავსი ფაქტებით რაიმე ტიპის ჩრდილი არ მიადგეს საარჩევნო პროცესს. იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე ტიპის დარღვევა იქნება დაფიქსირებული, ამ დარღვევაზე საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი მკაცრი რეაგირება ექნება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ უშუალოდ ფაქტი უნდა შეისწავლოს და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ტიპის დარღვევა დაფიქსირდება, საარჩევნო კომისია რეაგირებას დაუყოვნებლივ მოახდენს.

 

იტვირთბა....