ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი: პრეზიდენტის განცხადების შემდეგ ჩვენ უნდა ვიფიქროთ მის რთულ ემოციურ მდგომარეობაზე

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არწარდგენაზე, ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს. როგორც ექსპერტმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, პრეზიდენტის მხრიდან ეს გადაწყვეტილება დიდი შეცდომაა და მან ოპონონეტებს მისცა მასზე შეტევის სერიოზული მექანიზმი.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ამ განცხადების შემდეგ ჩვენ უნდა ვიფიქროთ პრეზიდენტის რთულ ემოციურ მდგომარეობაზე.

“ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდებოდა ამ განცხადების გაკეთება, რადგან აქ უკვე კითხვისნიშნის ქვეშ დადგა, – ასრულებს თუ არა პრეზიდენტი მის კონსტიტუციურ მოვალეობას. როდესაც მან ეს პოზიცია ოფიციალურად დააფიქსირა, ეს იყო არასწორი, ამის უკან ჩვენ უნდა ვიფიქროთ, მის რთულ ემოციურ მდგომარეობაზე.

პრეზიდენტის წასვლა ესე ხომ არ ხდება, რომ – ჩემოდანი ჩაალაგე და წადი. ეს საკმაოდ რთული პროცესია, ისევე როგორც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას სჭირდება რაღაც გეგმა, ასევე სჭირდება გასვლასაც გეგმა. ამ გეგმის ნაწილი შეიძლებოდა გამხდარიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ირგვლივ პერიპეტიები. მას ჰქონდა ამის სურვილი, მაგრამ რატომღაც ვერ მოახერხა.

პრეზიდენტს რომც წარედგინა თავმჯდომარე, მაღალი ალბათობით “ქართული ოცნება” ჩააგდებდა. მე კიდევ მაქვს იმედი, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდება ამ საკითხს და შეეცდება ცივილიზებულ ფარგლებში შეიყვანოს ეს ყველაფერი”- განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უარი განაცადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენაზე.

იტვირთბა....