ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის დაპატიმრებას ითხოვს

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ნარკოდანაშაულის ზრდა ქვეყნის ყოფილი პრემიერის ოჯახის ბიზნესინტერესებს უკავშირდება.

მან ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა და ბიძინა ივანიშვილის დაპატიმრება მოითხოვა.

„ივანიშვილი-მამაცაშვილის ნარკო-მაფიოზური ოჯახის ლიდერობით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა პრაქტიკულად საქართველო გადააქცია ერთადერთ ქვეყნად დედამიწის ზურგზე, სადაც ნარკოტიკების მოხმარება, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ნარკოტრანზიტი სრულიად ლეგალიზებული და დაუსჯელია. მინდა, მივმართო გაეროს სასამართლო ინსტანციას, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი ნარკობარიგობისათვის და ის დაპატიმრებული იქნას საერთაშორისო მართლმსაჯულების პროცედურებით,“ – განაცხად შალვა ნათელაშვილმა.

იტვირთბა....