ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი იმართება.
განსასჯელი კობაურის დედა მარინა მარტიაშვილი საქმის სრულყოფილად გამოძიებას ითხოვს. მას საქმის ირგვლივ გარკვეული ეჭვები აქვს.
“112-ში გვქონდა დარეკილი, როცა ჩემს შვილს ვეძებდით და რატომ გააქრეს ეს ზარები, თუ მართლები არიან, რატომ გაქრა? ჩვენ რომ მას ვეძებდით ეს არ ფიქსირდება. ვიცი ჩემი შვილი რაცაა, ის არ ჩაიდენდა ამ დანაშაულს. ფსიქოლოგმაც ხომ გამოიკვლია მისი მდგომარეობა. მოვითხოვ, საქმე ნორმალურად გამოიძიონ“, განაცხადა მარინა მარტიაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
როგორც ცნობილია, დაცვის მხარე დღეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.
შეგახსენებთ, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა, ასევე მათი 4 წლის შვილის ცხედრები იპოვეს. მომხდარზე მალხაზ კობაური დააკავეს. 11 ივლისს მალხაზ კობაურს წინასაწრი პატიმრობა შეეფარდა. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ სმიტები მან კი არა, ორმა მისთვის უცნობმა პირმა დახოცა.