გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით აბაშაში, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში მავნებელთან ბრძოლის შემდეგი ეტაპი განიხილეს, რომელიც საკარმიდამო ნაკვეთებში მოსაზიდი ფერომონების დამონტაჟებას და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, წამლობის დაგეგმვას გულისხმობს.
აბაშაში ფაროსანასთან ბრძოლა სექტემბრიდან დაიწყება თერმული ნისლით წამლობის შემდეგი ეტაპი, რომელიც მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.
უწყების ცნობით, ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა მიმდინარე წლის აპრილიდან დღემდე 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში ჩატარდა. თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 433 450 ათასი ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით – 32 ათასამდე ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით (ცივი შესხურებით) – 55 ათასზე მეტი ჰექტარი; დიდი წარმადობის აეროზოლური გენერატორით – 11 391 ჰა.