ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სამხედრო ექსპერიმენტი რუსეთში: რუსებმა “ეგზოსკილეტი” ჯარისკაცი გამოსცადეს

რუსეთში, სამხედროებმა “ეგზოსკილეტი” ჯარისკაცი გამოსცადეს, რომელიც აღჭურვილი იყო ელექტროძრავითა და აკუმულატორით. ექსპერიმენტის დროს, ჯარისკაცს ხელის ტყვიამფრქვევი ეჭირა და მიზანში ესროდა. როგორც სამხედრო ინსტრუქტორმა იგორ ფაუსტოვმა განაცხადა, ცდა შედეგიანი აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პრესა ავრცელებს.

“ჯარისკაცის ძალა საგრძნობლად იზრდება. ამ ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ შესაძლებელია თანამედროვე ჯარისკაცის კიდევ უფრო გაძლიერება, მითუმეტეს, თუკი ის ცალი ხელით, ტყვიამფრქვევით შესაძლებელია მიზანში გარტყმა” – განაცხადა ფაუსტოვმა.

მისი თქმით, მომავალში შესაძლებელი გახდება ჯარისკაცმა თავისუფლად ატაროს მძიმე იარაღი და უფრო სწრაფად გადაადგილდეს. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, პრობლემად რჩება აკუმულატორი, რომელიც შედარებით მალე ჯდება და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....