ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიცია ჩანაწერებს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებას აპირებს (ვიდეო)

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. დღევანდელ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, რომელიც მისი თქმით, ასახავს, თუ როგორ ინიშნებიან “ქართული ოცნების” აქტივისტები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.

ჩანაწერში კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, დავით ფეტვიაშვილს, “ქართული ოცნების” კომისიის კოორდინატორის, ნინო მაისურაძის, სახელით ურეკავენ და სიების შესახებ ეკითხებიან.  ფეტვიაშვილი ამბობს, რომ  სიები ჯერ არ მიუღია, თუმცა ამბობს, რომ საკუთარ სტუდენტებს საარჩევნო კომისიაში შეყვანას უპირებს.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, საარჩევნო კომისიები უკვე დაკომპლექტებულია.

 

იტვირთბა....