სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამიa, რომ ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას უზრუნველყოფს.
უწყების ინფორმაციით, კანონით დადგენილი წესით, ამანათებს მიიღებს ყველა პენიტენციური დაწესებულება დღეს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, 28 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან დღის 13:00 საათამდე.
„სპეციალურ პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ უწყებაში.