დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ფასანაურთან, საავტომობილო გზაზე ნაპოვნი შველი ტყეში უვნებლად დააბრუნეს
უწყების ცნობით, შველი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს.
პატრულ-ინსპექტორებმა შველი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს დაუკავშირდნენ.
რეინჯერებმა და პატრულ-ინსპექტორებმა შველი ტყეში უვნებლად დააბრუნეს.
თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერებმა და პატრულ-ინსპექტორებმა ფასანაურთან, საავტომობილო გზაზე ნაპოვნი შველი ტყეში უვნებლად დააბრუნეს#საქართველოსდაცულიტერიტორიები #ვიცავთსაქართველოსბუნებას
Gepostet von დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia) am Sonntag, 26. August 2018