გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ დღეს ბაქოში გაემგზავრება.
ერევანში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან სომხეთის თანამშრომლობას აფასებს.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირშია, ბრიუსელთან თანამშრომლობაზე უარს არასოდეს აცხადებს.
ანგელა მერკელი სომხეთის ახალი მთავრობის წევრებს შეხვდა, მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრ ნიკოლა ფაშინიანთან და პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან ერთად ერევნის ქუჩებში გაისეირნა.