aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოფელ კარალეთთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გორის რაიონში „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც მძღოლი და ორი მგზავრი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი 58 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე პირი კი, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ავტომანქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....