ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი მერკელის ვიზიტზე: “ვფიქრობ, რომ ყველასთვის ყველაფერი უკვე გასაგებია”

“ძალიან საინტერესოდ თქვა, ევროპის დღევანდელმა ლიდერმა მერკელმა, რომ საქართველო მზად არის ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის და იმაზე მეტად არის მზად, ვიდრე სომხეთი იყო. სადაც პრო-რუსული რეჟიმი დაემხო და ოლიგარქები მოაშთეს ხელისუფლებიდან. მერკელის თქმით, საქართველოში ეს ბევრად უფრო შესაძლებელია”- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა სტუმრის ფონზე სამარცხვინოდ გამოიყურებოდა.

“არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი ხელის ბიჭები და მათ ერქვათ მთავრობა. ძლიან მნიშვნელოვანია, რომ მერკელი შეხვდა ოპოზიციის პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატებს და არა მოღალატე სალომე ზურაბიშვილს. ესეც გზავნილი იყო მთელი ევროპის. მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის ყველაფერი უკვე გასაგებია.”- განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც “ფეისბუკზე” გამოაქვეყნა.

 

 

იტვირთბა....