ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მერკელი: “დემოკრატიაა მმართველი პარტიის მუდმივი შეგნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ისევ აღმოჩნდება ოპოზიციაში”

“რა არის დემოკრატია? ეს არის გამარჯვება არჩევნებში უმრავლესობის, მაგრამ დემოკრატია არის ასევე მმართველი პარტიის მუდმივი შეგნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ისევ აღმოჩნდება ოპოზიციაში. ეს არის დემოკრატიის ანა-ბანა”  – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

“ფაქტი, რომ მე აქ ვიმყოფები, ეს არის ცალსახა ნიშანი იმისა, რომ მე მინდა მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული მდგომარეობა. საქართველო არის ძალიან სწორ გზაზე, მიუხედავად არსებული პრობლემებისა და მათ შორის, ოპოზიციისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი რესურსები, კონკრეტულად მასმედია და მას შეეძლოს თავისუფლად განვითარება”- აღნიშნა მერკელმა.

მისი ვიზიტი დღეს დასრულდა. რამდენიმე საათია, რაც მერკელი თბილისიდან გაემგზავრა.

იტვირთბა....