ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

მერკელის ჩამოსვლის დროს დაკავებული ქართველი ჟურნალისტის სასამართლო დღეს გაიმართება

ჟურნალისტ ზაზა სვანაძის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ჩამოსვლისას, ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე შესვლა სცადა, – ამის შესახებ შს სამინისტროში განაცხადეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სვანაძე არ დაემორჩილა სამთავრობო დაცვის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას, არღვევდა უსაფრთხოების ზომებს, რკინის მესერზე გადახტა და აეროპორტის დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მგზავრთა მოფრენის დარბაზში შესვლას აპირებდა.

„ჟურნალისტი სამთავრობო დაცვის წარმომადგენლებმა შეაჩერეს, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და აღნიშნული პირი შემდგომი რეაგირებისთვის ეკიპაჟს გადასცეს. საპატრულო პოლიციამ ზაზა სვანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის) დააკავა“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.

იტვირთბა....