ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი მერკელის განცხადებაზე: მიუხედავად იმისა, რომ მოსასმენად მწარეა, მწარე სიმართლე ჯობია ტკბილ ტყუილს”

“საერთოდ, ჯობია, რომ ყველაფერი გაჭრილად ითქვას, იმიტომ, რომ ყალბ მოლოდინებს ჯობია, რომ რეალობის შეგრძნება გაგვიჩნდეს და იმ რეალობის შესაბამისად ვაყალიბებდეთ ჩვენს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას”- ასე შეაფასა “მეტრონომთან” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გერმანიის კანცლერის განცხადება.

მერკელმა თქვა, რომ „აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ კონტექსტში, ნატო-ში სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია“.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ჯობს ადამიანებმა ტყუილის გარეშე ილაპარაკონ.

“მერკელის ეს განცხადებას ჩემთვის, მიუხედავადი იმისა, რომ მოსასმენად მწარეა, მწარე სიმართლე ჯობია ტკბილ ტყუილს”- განუცხადა “მეტრონომს” ხუხაშვილმა.

რაც შეეხება მერკელის ვიზიტის მნიშვნელობას საქართველოში, ექსპერტი მიიჩნევს, რომ გერმანიის კანცლერის საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რომ სამყაროში დიდი გადანაწილების პროცესი მიდის.

“გარკვეულწილად არის პრობლემები ამერიკულ უსაფრთხოების კონცეფციასა და ევროპულ უსაფრთხოების კონცეფციას შორის. უპირველეს ყოვლისა, ევროპელი ლიდერები და მერკელი ცდილობს, რომ ევროპული ალტერნატიული ხედვა ჩამოაყალიბოს უსაფრთხოების პოლიტიკის, ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის და ამ კონტექსტში ინიციატივის ხელში აღებას. მე ვფიქრობ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გაცხადებული გვაქვს ვექტორი განვითარების ევროკავშირისკენ, ეს რა თქმა უნდა ყურადსაღებია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, – არ ვიყოთ ჩართულები მესამე მხარის კუთვნილ გეოპოლიტიკურ მანიპულაციებში და მივყვეთ იმ ვექტორს რისი ფორმირებაც მოხდება ევროპაში”- აღნიშნა “მეტრონომთან” ხუხაშვილმა.

ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მისი თვითმფრინავი თბილისიდან ცოტა ხნის წინ გაფრინდა.

იტვირთბა....