ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ: რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები 27 აგვისტოდან ამოქმედდება

სკრიპალის საქმის გამო, 27 აგვისტოდან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შედის ძალაში. ამის შესახებ ინფორმაცის “რია ნოვოსტი” აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კანონით განსაზღვრული სანქციების შესახებ შეტყობინების ვადა 22 აგვისტოს გავიდა.

“სანქციები მიმდინარე წლის 27 აგვისტოს დაიწყებს ამოქმედებას” – აცხადებს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

ახალი სანქციები ძირითადად მიმართული იქნება რუსული ბანკების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, ამერიკული მხარის მხრიდან სანქციები გამოიწვია ბრიტანეთში ექს-პოლკოვნიკ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტმა. რუსული მხარე დღემდე უარყოფს მამა-შვილზე განხორციელებულ ქმედებაში მონაწილეობას.

იტვირთბა....