რუსეთში საქმე აღიძრა უკრაინული ორგანიზაცია “მემარჯვენე სექტორის” მიმართ, რომელსაც ბრალად ედება რუსეთში 50 ჩინოსნის წინააღმდეგ მკვლელობის მომზადება. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი საინფორმაციო სააგენტო RBC ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 2018 წლის მაისში, სიმფეროპოლში გაასამართლეს მაედნის მოვლენების აქტივისტი ალექსანდრე კოსტენკო.
როგორც ირკვევა, ამ სასამართლოს შემდეგ რუსეთის საგამოძიებო ჯგუფმა შექმნა დამატებითი დოკუმენტი, რომელიც მათ გამოძიებებს ეყრდნობა. ამ დოკუმენტში აღნიშნულია გამოძიების მიერ დადგენილი ე.წ. ფაქტები, რომელშიც იკვეთება მცდელობები 50 რუსი ჩინოსნების (სასამართლოს, სახელმწიფოს დაწესებულებების თანამშრომლების) მკვლელობის მომზადებაზე.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია “მემარჯვენე სექტორი” ოფიციალურად არის აკრძალული რუსეთში და ის მოიაზრება ექსტრემისტულ ორგანიზაციად.