რუსული კონცერნი “კალაშნიკოვი” ამტკიცებს, რომ უშვებს ელექტრომანქანას, რომელიც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს “ტესლას”. ასეთი განცხადება გააკეთა ცნობილ საინფორმაციო სააგენტო rbc-სთან კონცერნის შიდა კომუნიკაციების დირექტორმა სოფია ივანოვამ.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ ივანოვამ ვერ შეძლო ჟურნალისტისთვის არგუმენტირებული პასუხის გაცემა, თუ რა იქნება მათი ელექტრომანქანის უპირატესობა. ცნობილია მხოლოდ ის რომ მანქანის ელემენტი 50х50х100 სმ-ის გაბარიტების იქნება და 1.2 მეგავატის სიმძლავრის განვითარებას შეძლებს.