ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მერკელი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში საქართველოს ნატო-ში სწრაფად გაწევრიანებას ვერ ვხედავ

„გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი. სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ საქართველოსას ნატო-ში. ამ კონსტელაციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, ჩემი აზრით, სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია, ასეთი დარჩება” – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, ნელ-ნელა ყველაფერი ახლოვდება:

„გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი. სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ საქართველოსას ნატო-ში. ამ კონსტელაციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, ჩემი აზრით, სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია, ასეთი დარჩება. ამისდა მიუხედავად, ნატო-ს ბოლო სამიტზე დამტკიცდა ნატო-საქართველოს პაკეტი. დღეს მე შევხვდები გერმანელ ჯარისკაცებს, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობენ ქართულ შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ეს არის ის, რაც არის შედარებითი კულტურა შეირაღებული ძალების, სტანდარტები ჩვენი ქვედანაყოფების. მაგალითად, გერმანია და საქართველო ერთობლივად მოქმედებენ ავღანეთში, საქართველო მონაწილეობს ნატო-ს გარკვეულ მისიებში, ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით. ნელ-ნელა ყველაფერი ახლოვდება, ყველაფერი იზრდება. ეს არის ჩემი ხედვა და პასუხი ამ კონკრეტულ კითხვაზე“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

ანგელა მერკელი დღეს საოკუპაციო ზოლთან მიემგზავრება.

იტვირთბა....