ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დღეს, ანგელა მერკელი საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს, სადამკვირვებლო მისიის წევრებთან ერთად საოკუპაციო ზოლთან ჩავა.

გუშინ, სტუდენტებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ “საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია”. დღეს კიგერმანიის კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდებიან.

ვიზიტი რამდენიმე საათში დასრულდება, მას თბილისიდან პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გააცილებენ. კავკასიურ ტურნეს მერკელი სომხეთში, შემდეგ კი აზერბაიჯანში გააგრძელებს.

იტვირთბა....