გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი შტეფენზაიბერტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ ვიდეოს ავრცელებს.
ზაიბერტი აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
„კანცლერი მერკელი საქართველოშია, რომელიც არის ევროპისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ქვეყანა, რომელმაც კარგი ეკონომიკური განვითარება განიცადა. გიზიარებთ სამხრეთ კავკასიური მოგზაურობის პირველი დღის შთაბეჭდილებებს“, – წერს გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი შტეფენ ზაიბერტი „ტვიტერში“ და ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ ვიდეოს ავრცელებს.
Kanzlerin #Merkel ist in #Georgien. Ein wichtiger Partner für Europa – und ein Land, das eine gute wirtschaftliche Entwicklung genommen hat. Eindrücke des ersten Tages der Südkaukasus-Reise: pic.twitter.com/BVKVHpZOj8
— Steffen Seibert (@RegSprecher) August 23, 2018