გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტის კითხვას საქართველს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უპასუხა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ამბიციებს, ამიტომ არსებობს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, მაგრამ ასევე, ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ დაპირებებს, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მგვცემს.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ერთი მხრივ, ქვეყანა, რომელიც არის გაწევრიანების კანდიდატი, უნდა ასრულებდეს გარკვეულ წინაპირობებს და მეორე – ევროკავშირს უნდა შესწევდეს უნარი ახალი ქვეყნების მიღებისა.
„დღესდღეობით, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის გაწევრიანების პროცესში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები გვაქვს პერსპექტივაში და ინსტიტუციონალურად შრომისუნარიანობა უნდა არსებობდეს. თქვენ იცით, რომ დიდი ბრიტანეთი დატოვებს სულ მალე ევროკავშირს, დარჩება 27, ბალკანეთის ქვეყნები, გახდება ალბათ 35 და ძალიან ქმედითი და მოქნილი სტრუქტურა უნდა არსებობდეს, როგორ შეიძლება უფრო ძლიერად პოლიტიკის და უფრო კოორდინირებულად აწყობა. განსაკუთრებით ევროპული უსაფრთხოების სივრცე, რადგან ძალიან რთულია საერთოდ საშუალო და გრძევადიანი პერსპექტივით რაღაც გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
მისივე თქმით, თავიანთი გამოკვეთილი ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე, შემდეგი რგოლი საქართველო და უკრაინა იქნება.
„საქართველო და უკრაინა იქნება შემდეგი რგოლი, მათი გამოკვეთილი ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე. ჯერჯერობით, არ არის საუბარი გაწევრიანებაზე, ადამიანები, რომელთაც სურთ ლეგალურად საქმიანობა და ლეგალურად ცხოვრება ევროპაში და ნელ-ნელა, ეტაპობრივად მივიდეთ საუბარზე, უბრალოდ საუბარზე, რომ ვისაუბროთ გაწევრიანებაზე. მე ვერ ვიტყვი, რომ ხუთ წელიწადში ეს პროცესი დასრულდება, თუმცა, ჩემი ვიზიტის მიზანია, მათ შორის ამაზეც საუბარი გახსნილად. საერთო ფასეულობები და მრავალი სხვა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ბევრად უფრო მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები ჩნდება, ეს უნდა გაგრძელდეს და ამოიწუროს, ასევე ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქვს საქართველოს, ის ინკლუზიური ზრდა, რომელშიც ყველა ადამიანმა შეიძლება მიიღოს მონაწილეობა, გარდა ამისა, უთანსწორობა, სიღარიბესთან ბრძოლა, სოციალური უსაფრთხოების ქსელები და მრავალი სხვა ფაქტორი, რომელიც ამაში უნდა იყოს ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის კარგად გააზრება, გაზიარება და ამის ერთმანეთთან ჰარმონიზაციაში მოყვანა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.