ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენთვის ფასდაუდებელია თქვენი და გერმანიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ანგელა მერკელმა  ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მამუკა ბახტაძემ სიტყვით გერმანიის კანცლერს ანგელა მერკეს მიმართა და მადლობა გადაუხადა ვიზიტისტვის.

“ჩვენთვის უდიდესი პატივა, რომ გმასპინძლობთ საქართველოში როგორც მეგობარს, პარტნიორს, მხარდამჭერსა და ჩვენი ქვეყნის დიდ გულშემატკივარს. დარწმუნებული ვარ რომ თვქნეი ვიზიტი უფრო მაღალ  დონეზე აიყვანს ქართულ-გერმანულ ურთიერთობას. ჩვენთვის ფასდაუდებელია თქვენი და გერმანიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.მინდა აღვნიშნო, რომ ევროპათნ უვიზო მიმოსვლა ესაა უმნიშვნელოვანესი მონაპობარი ჩვენი სახელმწიფოსი ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ესაა ის სიკეთე რომელსაც ჩვენ გნსაკუთრევბით ვუფრთხილდებით. გვეამაყება რომ საქართველო ერთგული და საიმედო პარტნიორია გერმანიისთვის. გერმანელი და ქართველი სამხეწდრობის ერთობლივი მონაწილეობა ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაშ. ქალბატონო კანცლერო თქვენ იმყოფებით იმ ქვეყანაში რომელმაც წარმატებით გაიარა ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოების გზა.

რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციას. დღეს, სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, ფაქტობრივად, ანექსირებულია.

ჩვენი პასუხი ამ მტკივნეულ გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა, განვითარება და დემოკრატიის მშენებლობა, სადაც ყველა ადამიანისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესები იქნება დაცული” – განაცხადა მაამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....