ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე მერკელის საქართველოში ვიზიტი დასტურია, რომ საქართველო დღის წესრიგიდან არ მოხსნილა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირინა ფრუიძემ განაცხადა, რომ მერკელის ვიზიტი საქართველოში ომის 10 წლის თავზე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველო რუსეთ-გერმანიის დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი.

მისი თქმით, მერკელის ვიზიტისას განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

„რა თქმა უნდა, ბევრი საკითხი დადგება ამ ვიზიტის დროს. ალბათ, საუბარი, პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირებას შეეხება, ასევე ენერგეტიკული თანამშრომლობა და უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი და  საქართველოს როლი ევროპის კონტინენტზე თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში არის მნიშვნელოვანი საკითხი,“ – აცხადებს ირინა ფრუიძე.

ფრუიძის თქმით, გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების გზაზე მაღალია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ფიქრობს, რომ ეს მხარდაჭერა გაძლიერდება, რაც მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

იტვირთბა....