რუსული მედია გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის კავკასიაში ვიზიტს ეხმაურება. რუსული პრესა კავკასიის თითოეულ ქვეყანაში მერკელის ინტერესებს აღწერს და მთავარ პრიორიტეტად ბაქოში ვიზიტს და გაზით მომარაგების საკითხებთან მოლაპარაკებებს ასახელებს.
“საქართველოში მერკელი 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჩადის. პირველად ის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ესტუმრა თბილისს. ამჯერად გერმანიის კანცლერის სასაუბრო მთავარი თემა გერმანია-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თემა, ევროპული და შიდა პოლიტიკური საკითხები იქნება.” – წერს რუსული მედია და ხაზს უსვამს გერმანიის კონკრეტულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.
რუსი ანალიტიკოსები ხას უსვამენ კანცლერისა და საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციასთან დაგეგმილ შეხვედრასაც. ისინი თვლიან, რომ ოპოზიციას გაუჩნდა შანსი გამოიყენოს გერმანიის პირველ პირთან შეხვედრა და დასვან მთავარი კითხვა რაც მათ აწუხებთ – რატომ არ იყო საქართველო ნახსენები მერკელი-პუტინის შეხვედრის დროს.
რუსული პრესა ციტირებს საქართველოს პარლამენტის უმცირესობის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია დაისვას საკითხი რუსული ჯარის საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანაზე და დაიწყოს დევნილთა დაბრუნების პროცესზე საუბარი.
შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერი საქართველოში დღეს ჩამოდის.