RTL პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბელგიის აღმოსავლეთით, მორესნე-შაპელის რაიონში ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი რესტორანში მყოფ პირებს თავს დაესხა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
მერის განცხადებით, ინციდენტი ტერორისტული თავდასხმას არ უკავშირდება. მისივე ცნობით, თავდამსხმელი გაანეიტრალეს. მოგვიანებით პროკურატურამ განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდამსხმელი.
სამართალდამცავმა ორგანოებმა და ხელისუფლებამ არ დააკონკრეტა, რა ვითარებაში გარდაიცვალა დამნაშავე.
თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცი რესტორანში შეიჭრა, რათა თავისი ყოფილ შეყვარებულსა და მისი დედინაცვალს თავს დასხმოდა.
როგორც RTL აღნიშნავს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, გოგონამ წელიწადნახევრის წინ მამაკაცი მიატოვა, რის შემდეგაც ის მას დაემუქრა.