ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ივლისში შენგენის ზონაში ქართველმა ვიზიტორებმა 151 მილიონი ლარი დახარჯეს

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში გაცემული საგადახდო ბარათებით უცხოეთის ტერიტორიაზე ივლისში 151 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა. ეს თანხა რეკორდულად მაღალია და ის 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 36%-ით აღემატება. ხოლო 2018 წლის პირველ 7 თვეში ჯამურად დახარჯული თანხა 942 მილიონი ლარია, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება.

თუმცა, საბანკო ბარათებით განხორციელებული ოპერაციები მთლიან ტურისტულ ხარჯებს არ წარმოადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკი სხვადასხვა ფაქტორზე დაყრდნობით ანგარიშობს იმ მთლიან თანხას, რასაც ქართველები უცხოეთში ტურისტული მიზნებით ხარჯავენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წელს ქართველებმა უცხოეთში $463 მილიონი, ანუ 1.19 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც 2016 წელთან შედარებით ზუსტად 20%-ით მეტია. 2018 წლის პირველ კვარტალში ქართველთა ტურისტული ხარჯი $105 მილიონს შეადგენდა, რაც 2017 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება.

საქართველოს მოქალაქეთა მიერ პლასტიკური ბარათებით უცხოეთში დახარჯული თანხა – 2014-2018 წლები

ქართველი ტურისტების მიერ 2002-2017 წლებში უცხოეთში დახარჯული თანხა
იტვირთბა....