თბილისში, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთასთან, 16 წლის მოზარდი მოტოციკლიდან გადმოვარდა. ინფორაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
არასრულწლოვანი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
მათივე განმარტებით, 16 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სავარაუდოდ, გზაზე მოცურდა. დაზიანებულია ერთ-ერთი ავტომობილიც.