თვითმფრინავი, რომელიც უფადან სოჭში მორიგ რეისს ასრულებდა მარჯვენა ძრავი აუფეთქდა, რის გამოც პილოტი იძულებული გახდა უკან, აეროპორტში მიბრუნებულიყო და ავარიული დაჯდომა განეხორციელებინა. ბორტზე 204 მგძავრი იმყოფებოდა, რომლებსაც გასაბერი ტრაპით მოუწიათ მიწაზე გადმოსვლა.
მოგვიანებით მგზავრებს სათადარიგო თვითმფრინავით გაფრენა შესთავაზეს. როგორც აეროპორტის ადმინისტრაციაში ამბობენ, მგზავრთა უმეტესობა შეშინებული იყო და ნაწილმა გაფრენაზე საერთოდ უარი თქვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
https://youtu.be/OneZ5rTZbVw