ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსებს ატომური რაკეტა ბარენციის ზღვაში ჩაუვარდათ: “ნუ ნერვიულობენ ამერიკელები” – რუსული მხარე აშშ-ს პასუხობს

რუსული ატომური რაკეტა, რომელიც გასულ წელს ბარენციის ზღვაში ჩავარდა, დღემდე არ არის ამოღებული. – ამის შესახებ ინფორმაციას “გაზეტა რუ” ავრცელებს ამერიკული ტელეკომპანია CNBC წყაროდან, რომელიც აშშ-ს უშიშროების სამსახურს ეყრდნობა.

წყაროს ინფორმაციით, რუსული მხარე უკვე ემზადება იმისათვის, რომ რაკეტა უმოკლეს ვადაში იყოს ამოღებული, რისთვისაც მომზადებულია 3 სპეციალური გემი, რომლებიც უშუალოდ არიან სპეციალიზირებული რადიაციულ პროდუქტებთან მუშაობისთვის.

აღსანიშნავია, რომ არ ვრცელდება ინფორმაცია რაკეტის ჩავარდნის ადგილიდან გარკვეულ პერიმეტრზე არსებობს თუ არა სიცოცხლის საფრთხის საშიშროება.

შეგახსენებთ, პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა რამდენიმე ხნის წინ გააკეთა კომენტარი ამერიკელების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლებიც წერდნენ, რომ რუსულმა მხარემ ატომური რაკეტა გამოსცადა და ოპერაციამ კრახი განიცადა. “ნუ ნერვიულობენ ამერიკელები, ცდების დროს უიღბლობისგან დაზღვეული არავინაა” – განაცხადა პესკოვმა.

იტვირთბა....