“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ დეპუტატს კობა დავითაშვილს შუამდგომლობა გაუწია, რის შემდეგაც ის ენერგოკომპანია “საქროსენერგოში” გენერალური დირექტორის იურიდიულ მრჩევლად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კობა დავითაშვილი ავრცელებს.
ყოფილმა დეპუტატმა განაცხადა, რომ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მის ოჯახს წლების განმავლობაში უწევდა ფინანსურ დახმარებას.
“ბატონო ბიძინა, ჩვენ ერთმანეთს 18 წელია ვიცნობთ და დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს. მე რომ 2012 წელს პოლიტიკაში დავრჩი, ეს იმის დამსახურებაა, რომ თქვენ წლების მანძილზე ფინანსურად მეხმარებოდით მე და ჩემს ოჯახს. დღეს, როდესაც მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, პირში სული თქვენი დახმარებით მიდგას, რადგან თქვენ შუამდგომლობა რომ არ გაგეწიათ, ენერგოკომპანიაში მრჩევლის თანამდებობაზე სამსახურს ვერ ვიშოვნიდი და 4 000 ლარი ხელფასი არ მექნებოდა და ვერ შევიძენდი მედიკამენტს, რომელიც მუდმივად უნდა მივიღო.
ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით, თუმცა ჩემი ქვეყნის ნარკოლიბერიზაციის, აზარტული თამაშების, პროსტიტუციისა და ლგბტ ლიბერალიზაციის ცენტრად ქცევას მე ვერ შევეგუები და ეს არც სამსახურად და ხელფასაც არ მიღის, არც ასეთი ოჯახი არ მინდა, არც ცოლი და არც შვილები. მე ამ საკითხზე ბოლომდე ვიბრძოლებ”,- განაცხადა კობა დავითაშვილმა.
რაც შეეხება ცვლილებებს, რომლებიც საინიციატივო ჯგუფმა მოითხოვა, საკონსიტიტუციო სასამართლოს გაუქმებასთან ერთად, ის კონსტიტუციის მე-12 მუხლში, გულისხმობს ისეთ ცვლილებებს, მათ შორის, როგორიც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, გასაღება და დამზადებაა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა.